ვიზუალური ინტერტექსტები მოდერნისტ და პოსტმოდერნისტ ქართველ ავტორებთან Visual Intertexts in the Works of Georgian Modernist and Post-modern Authors

Ninidze, Maia (2017) ვიზუალური ინტერტექსტები მოდერნისტ და პოსტმოდერნისტ ქართველ ავტორებთან Visual Intertexts in the Works of Georgian Modernist and Post-modern Authors. ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები (Contemporary Issues of Literary Criticism), მე-10 საერთაშორისო სიმპოზიუმი: გარემო, თემები, სახელები, მასალები, 2. pp. 176-186. ISSN 9789941135880

[img] Text
Simp 10.pdf

Download (132kB)

Abstract

მოდერნიზმის ესთეტიკიდან გამომდინარე, ამ მიმდინარეობის ავტორთა თხზულებებში ხშირია ალუზიები არა მხოლოდ ვერბალურ ტექსტებზე, არამედ ვიზუალურ არტეფაქტებზეც, განსაკუთრებით, ფერწერულ ტილოებსა და სკულპტურებზე. ამ ინტერტექსტებს სხვადასხვაგვარი დატვირთვა აქვს და მათი რეცეფციაც განსხვავებულად წარმოებს. გალაკტიონ ტაბიძის ლექსებში ამა თუ იმ მხატვრის სახელი ყველაზე ხშირად ჩნდება ზოგადი განწყობისა და ფერთა გამის შემოსატანად („მარმარილო“, „უხილავი“) ან კონკრეტული ფერწერული ტოლოს ფონზე ავტორის განცდების გასაშლელად („ფანტაზია“, „პარალელი“, „გეტერა“, „ქანდაკება მთაწმინდაზე „მწუხარე საქართველო“). როდესაც ლექსში ამა თუ იმ ვიზუალურ არტეფაქტთან დაკავშირებულ კონკრეტულ ისტორიულ ფაქტზეა საუბარი, შესაძლოა ამ ტილოს წარმოსახვას ლექსის აღქმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდეს („შენი ღიმილი“), მაგრამ როდესაც კონკრეტული ფერწერული ნაწარმოები პოეტს მინიშნებული აქვს მისი ავტორის, ან ავტორთა ჯგუფის, შემოქმედებითი კრედოს წარმოსაჩენად („...ეს სურათი“), მნიშვნელოვანია, რომ იდენტიფიცირებულ იქნას, რომელ ტილოზეა მინიშნება და სასურველია, რომ მისი ვიზუალური ხატი მონაწილეობდეს თხზულების აღქმის პროცესში. ძირითადად ასეთივე დატვირთვა აქვს ვიზუალურ ინტერტექსტებს მოდერნისტული მიმდინარეობის სხვა ქართველ ავტორთა შემოქმედებაშიც, მაგრამ გვხვდება ცალკეული სპეციფიკური შემთხვევებიც, მაგ. დაუმთავრებელ ტექსტში „სიქსტის მადონა მოსკოვში“ გურამ რჩეულიშვილი კონკრეტულ ფერწერულ ტილოზე ალუზიას იყენებს პერსონაჟების, საგამოფენო დარბაზში მყოფი დამთვალიერებლების, შინაგანი სამყაროს წარმოსაჩენად. ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობაში „შელოცვა რადიოთი“, ვიზუალური ინტერტექსტები, ისვე როგორც მინიშნებები სხვადასხვა თეატრალურ და საოპერო წარმოდგენებზე, ემსახურება მთავარი პერსონაჟის - ელის განცდებში ჩაღრმავებას. მსგავსი ალუზიებით არანაკლებ მდიდარია პოსტმოდერნისტული ლიტერატურა, მაგრამ აქ მინიშნებები უფრო კოდირებულია და ზღვარი ტექსტსა და ინტერტექსტს შორის - ძნელი გასავლები. ქართველ კლასიკოსთა თხზულებების აკადემიური გამოცემების მზადებისას იშვიათად ხდებოდა ვიზუალური ინტერტექსტების ძიება და იდენტიფიცირება. თუ ინფორმაცია ალუზიის ობიექტზე ტექსტშივეა მოცემული, მისი გამეორება მკითხველისთვის საჭირო არ არის, მაგრამ როცა არტეფაქტი ნაკლებად ცნობილია ან მხოლოდ მინიშნებით არის წარმოდგენილი ნაწარმოებში, სასურველია, რომ ჩატარდეს კვლევა და გაკეთდეს კომენტარი. In the literary works of modernist writers there are numerous allusions not only to verbal texts, but to visual artefacts as well, especially on paintings and sculptures. These intertexts have different functions and the process of their reception also differs. In Galaktion Tabidze’s poems names of painters and sculptors appear to introduce some general attitudes and colors (“Marble”, “Invisible”) or in order to unfold the author’s feelings on the background of some particular painting (“Phantasy”, “Parallel”, “Hetera”, etc.). If the poem refers to the fact connected with the artefact, reception of the image is not so important (“Your smile”) but if the author makes reference to the particular work of art in order to display its author’s (or the whole group’s) artistic principles (“… This picture”), identification of the work and its reception is quite important. Visual intertexts have similar functions in the works of other Georgian modernist writers but there are some specific cases as well. Guram Rcheulishvili in his short-story “The Sistine Madonna in Moscow” uses allusion to the particular painting in order to reveal the inner world of the characters, visitors of the art gallery. In Niko Lortkipanidze’s story “Charming away on the radio” all the allusions to the paintings, operas and theatres are used to show the protagonist’s feelings and dispositions. Similar allusions are even more frequent in Post Modernism but they are encoded and it is quite difficult to draw line between the text and intertexts. In the scholarly editions of Georgian writers intertexts were rarely identified and commented. If the information about the allusion is given in the text, we need not repeat it, but if the artefact is not well-known or the text gives only a hint, it is desirable, to identify it and write the comment.

Item Type: Article
Uncontrolled Keywords: visual intertext allusion modernism post-modernism fiction Georgian Literature Galaktion Tabidze Niko Lortkipanidze Guram Rcheulishvili ვიზუალური ინტერტექსტები ალუზია მოდერნიზმი პოსტმოდერნიზმი მხატვრული ლიტერატურა ქართული ლიტერატურა გალაკტიონ ტაბიძე ნიკო ლორთქიფანიძე გურამ რჩეულიშვილი
Subjects: General Works
Divisions: Ivane Javakhishvili Tbilisi State University
Depositing User: მარინა დგებუაძე
Date Deposited: 18 May 2018 06:51
Last Modified: 18 May 2018 06:51
URI: http://eprints.tsu.ge/id/eprint/768

Actions (login required)

View Item View Item